სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;

სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება
სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში;

სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების,
განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო
საშუალებებისათვის მიწოდება;

სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

პროტოკოლის წარმოება;

კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

 
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
  • პროტოკოლის სამმართველო