სამართლებრივი აქტების მომზადება, განხილვა და მათი მიღების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;

ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების მუშაობის კოორდინაცია იურიდიულ საკითხებში (კომპეტენციის ფარგლებში)

აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით;

ფინანსთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;

პარლამენტთან ურთიერთობის და სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის კოორდინაცია;

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 
იურიდიული დეპარტამენტი
  • სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო
  • პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო
  • სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო
  • სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციის სამმართველო