საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების ხარჯები ფუნქციონალურ ჭრილში

(მოკლე განმარტებები)

   

   
საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების 2002-2014 წლების ხარჯები ფუნქციონალურ ჭრილში შედგენილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, რის გამოც სულ ხარჯები ფუნქციონალურ ჭრილში მოიცავს ხარჯებს (ე.წ. მიმდინარე ხარჯებს) და არაფინანსური აქტივების ზრდას (კაპიტალურ ხარჯებს).

2002-2006 წლების საქართველოს სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების  ხარჯების მონაცემები თავდაპირველად შედგენილი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1986  წლის მეთოდოლოგიის  შესაბამისად.  1986  წლის მეთოდოლოგია  ითვალისწინებდა ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაციის 14 ძირითად გამსხვილებულ ჯგუფს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2002-2006 წლების  ხარჯები  საჭიროებდა რეკლასიფიცირებას ახალი კლასიფიკაციის მიხედვით.

2002-2014 წლების განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტების კლასიფიკაციების ცვლილებებიდან გამომდინარე მონაცემთა შესადარისობის მიზანშეწონილობის თვალსაზრისით მთლიანობაში საქართველოს  სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების 2002-2014 წლების  ხარჯების   მაჩვენებლები რეკლასიფიცირებულია და წარმოდგენილია  სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის   2001 წლის  მეთოდოლოგიით გათვალისწინებული სტანდარტებით, რომელიც მოიცავს 10 ფუნქციონალურ კოდს ნაცვლად 14-ისა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე 2002-2006 წლების მონაცემების  ჩამონათვალში მითითებული  არ  არის ამ წლების  საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული ფუნქციონალური კოდები, კერძოდ, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი (კოდი-09); სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (კოდი-10); სამთომომპოვებელი მრეწველობა და სასარგებლო წიაღისეული, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა (კოდი-11); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (კოდი-12); აღნიშნული ხარჯები მოქცეულია ეკონომიკური  საქმიანობის კოდში (04), როგორც ეს გათვალისწინებულია  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 25 აგვისტოს #672 ბრძანებით  დამტკიცებულ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით. რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებას (კოდი-13) და ხარჯებს, რომლებიც არ განეკუთვნება ძირითად განყოფილებებს (კოდი- 14), აღნიშნული კოდებით გათვალისწინებული ხარჯები ამ ფუნქციონალური კოდების შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე შეტანილია საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში. 

ასევე 2002-2006 წლების  ბიუჯეტების  მონაცემებით  გარემოს და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს, გარემოს და ბუნებრივი  რესურსების  დაცვის ლაბორატორიების და სამმართველოს, გამოყენებითი ექსპერიმენტული გამოკვლევების ხარჯები და აღნიშნულ სტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებთან ერთად,  როგორც ეს არის ზემოთ აღნიშნული ამ წლების  საქართველოს ბიუჯეტების შემოსავლებისა ხარჯების კლასიფიკაციის შესაბამისად გათვალისწინებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაში (კოდი -13) და ვინაიდან აღნიშნული ფუნქციონალური კოდიდან  ამ წლების  გარემოს   და ბუნებრივი რესურსების  დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული  ხარჯების მონაცემების გამოყოფა შეუძლებელია, ეს მაჩვენებლები  შეტანილია ამჟამად მოქმედი კლასიფიკაციის საერთო  დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში.

 

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

მოქალაქის გზამკვლევი
2015 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა