საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

თარიღი: 28-ოქტომბერი-2010

ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს გარდაბნის რაიონის გამგეობის სპეციალისტი აფთანდილ მეხტიევი.

სახაზინო ვალდებულებების №42 აუქციონის შედეგები

თარიღი: 27-ოქტომბერი-2010

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №42 აუქციონი.

საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტის გამყალბებელი დააკავა

თარიღი: 27-ოქტომბერი-2010

დიდი რაოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს „ბუტას“ დამფუძნებელი და დირექტორი თეიმურაზ გოგუაძე

საგამოძიებო სამსახურმა ანტიკონტრაბანდული ოპერაცია ჩაატარა

თარიღი: 25-ოქტომბერი-2010

დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოში შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მირზა კახიძე და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ოცამდე საქართველოს მოქალაქე.

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

თარიღი: 22-ოქტომბერი-2010

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმშრომლებმა სამსახურეობრივი სიყალბისა და ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ალქესანდრე ირემაძე, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე - სოფელ თიაქ-ქილისას რწმუნებული მალხაზ კონცელიძე.

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავა

თარიღი: 21-ოქტომბერი-2010

ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის კოლხეთის ეროვნული პარკის ზუგდიდის უბნის უფროსი რეინჯერი კახაბერ გოგოხია

შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნა

თარიღი: 20-ოქტომბერი-2010

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის განახლებული რეგიონული ცენტრი ოფიციალურად გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გოგა ცხაკაიამ

სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები

თარიღი: 20-ოქტომბერი-2010

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №41 აუქციონი.

საგამოძიებო სამსახურმა შპს „სამშნებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს" დირექტორი დააკავა

თარიღი: 20-ოქტომბერი-2010

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე დააკავეს შპს „სამშნებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა აბესაძე

საგამოძიებო სამსახურმა უფასო სასადილოების თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინა

თარიღი: 19-ოქტომბერი-2010

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ქ. გორში მცხოვრები გაიოზ გოჩაშვილი,

დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

თარიღი: 14-ოქტომბერი-2010

ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის კონტროლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ზურაბ პარკაული

სახაზინო ვალდებულებების №40 აუქციონის შედეგები

თარიღი: 13-ოქტომბერი-2010

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №40 აუქციონი.

საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტების გამყალბებლები დააკავა

თარიღი: 13-ოქტომბერი-2010

განსაკუთრებით დიდი ოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის ჯგუფურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე დაკავაბეულია შპს „თბილქალაქგანათების“ თანამშრომელი ნიკოლოზ სოფაძე და ინდმეწარმე ვეფხვია მინდიაშვილი

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის ფაქტი გამოავლინა

თარიღი: 11-ოქტომბერი-2010

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი ინდირა ვიბლიანი

საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვა

თარიღი: 08-ოქტომბერი-2010

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქ.სტამბოლში, ხელი მოაეწერა საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებას „სარფი-სარფ, კარწახი-ჩილდირ/აკტაშ, ახალციხე-პოფსი/თურქგოზუ”-ის სახმელეთო საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად გამოყენების შესახებ. საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სახელმწიფო მინისტრმა ჰაიათი იაზიჯიმ (იგი კურირებს საბაჟო საკითხებს)

სახაზინო ვალდებულებების №39 აუქციონის შედეგები

თარიღი: 06-ოქტომბერი-2010

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №39 აუქციონი.

სარეიტინგო სააგენტომ Moody’s საქართველოს Fitch-სა და Standard & Poor’s-ზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

თარიღი: 06-ოქტომბერი-2010

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაფასა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s -ის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგი.

საგამოძიებო სამსახურმა კონდრაბანდული სქემა გაშიფრა

თარიღი: 05-ოქტომბერი-2010

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთისა და ყალბი საბაჟო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს „ტრანსის“ მენეჯერი გელა ჩიკვილაძე და თანამშრომლები აკაკი ფიფია, ზაალ კვირიკაძე და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი იმპორტიორები.

ფინანსთა მინისტრმა 2011 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

თარიღი: 04-ოქტომბერი-2010

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს მედიას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააცნო. მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განისაზღვრა 4.5%-ით, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები შეადგენს 6 მილიარდ 960 მილიონ ლარს.