საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 30-ნოემბერი-2007

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2007 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 292622943 ლარი.

ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

თარიღი: 27-ნოემბერი-2007

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში“ მორიგი ცვლილებები შედის.

მეწარმეთათვის დასაბრუნებელი თანხა

თარიღი: 26-ნოემბერი-2007

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში განხილულია 61 საჩივარი. საპრეტენზიო თანხამ შეადგინა 24672302 ლარი.

აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 19-ნოემბერი-2007

2007 წლის იანვრ-ოქტომბრის თვეში აქციზური მარკების მოთხოვნით ინსპექციაში შემოსულია 2 594 განაცხადი.

სტაჟირება ცხინვალის რეგიონში

თარიღი: 14-ნოემბერი-2007

პროფესიული კადრების მომზადების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთათვის იწყებს სტაჟიორების მორიგ ეტაპს.

საგარეო ვალი 31 ოქტომბრის მდგომარეობით

თარიღი: 12-ნოემბერი-2007

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 1 790,884 ათასი დოლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი

თარიღი: 09-ნოემბერი-2007

2007 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი 3 939.2 მლნ ლარს შეადგენს.

ათი თვის ბიუჯეტის შესრულება

თარიღი: 09-ნოემბერი-2007

საქართველოს 2007 წლის იანვარ-ოქტომბერის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლისა და გრანტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 648.3 მლნ ლარით, წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 82.8%. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 4 743.7 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%, რაც 36.7%-ით აღემატება 2006 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.

ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დამტკიცებულია

თარიღი: 07-ნოემბერი-2007

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, პარლამენტმა 136 ხმით, ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში” ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საფინანსო რესურსი დამატებით იზრდება 350.0 მლნ ლარით და შეადგენს 5 469.9 მლნ ლარს.