საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე
დავების განხილვის საბჭოს შედეგები

თარიღი: 30-დეკემბერი-2010

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო განაგრძობს მის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცნობას.

საგამოძიებო სამსახურმა კახეთში რეინჯერები დააკავა

თარიღი: 29-დეკემბერი-2010

ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში რამდენიმე პიროვნება დააკავეს

პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მცხეთაში საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა გახსნეს

თარიღი: 28-დეკემბერი-2010

2011 წლიდან მთავრობის „ახალი კურსის“ ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, რომელიც გულისხმობს კეთილსინდისიერი ბიზნესის დაცვას და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის გააქტიურებას

ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ბრიფინგი

თარიღი: 27-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე 2010 წლის შედეგები შეაჯამა და 2011 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წელს ეკონომიკა შემცირდა და - 4%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, 2010 წელს მთავარი ამოცანა ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ეკონომიკის ამუშავება და ზრდის ხელშეწყობა იყო.

ა ნ ო ნ ს ი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შენობის გახსნა

თარიღი: 27-დეკემბერი-2010

28 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი შენობის გახსნა

ანონსი - ფინანსთა მინისტრის ბრიფინგი

თარიღი: 25-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 26 დეკემბერს,14 საათზე,ფინანსთა სამინისტროში გაიმართება ფინანსთა მინისტრის ბრიფინგი,რომელზედაც კახა ბაინდურაშვილი 2010 წლის შედეგებს შეაჯამებს და 2011 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.

შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის

თარიღი: 23-დეკემბერი-2010

კიდევ ერთი ინიციატივა ბიზნესის მხარდაჭერისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. მიმდინარე წლის 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიზანია, საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობისა და კეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისების გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საკრედიტო აქტივობის ზრდას

ხელი მოეწერა კატარის სახელმწიფოსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას

თარიღი: 22-დეკემბერი-2010

ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები.

სახაზინო ვალდებულებების №50 აუქციონის შედეგები

თარიღი: 22-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №50 აუქციონი

კომპანიის სასარგებლოდ კიდევ ერთი დავა დასრულდა

თარიღი: 20-დეკემბერი-2010

კიდევ ერთი დავა გადაწყდა მეწარმის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. ლუდის მწარმოებელ კომპანიას "კასტელი-საქართველო" ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებული ჰქონდა საგადასახადოს მხრიდან დარიცხული თანხა 6,5 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც სრულად კომპანიის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა

სახაზინო ობლიგაციების №49 აუქციონის შედეგები

თარიღი: 15-დეკემბერი-2010

იმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №49 აუქციონი.

შეთანხმება შვედეთსა და საქართველოს შორის 2010-2013 წლებში განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ

თარიღი: 15-დეკემბერი-2010

შვედეთი წლების განმავლობაში საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან დონორს წარმოადგენს, რაც ასევე დასტურდება შეთანხმებით, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის 14 დეკემბერს მოეწერა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში 2010–2013 წლების განმავლობაში საქართველოსთვის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ფარგლებში შვედეთი გამოყოფს დაახლოებით 480 მილიონ შვედურ კრონას (დაახლოებით 51 მილიონი ევრო), რაც ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს (დაახლოებით 13 მილიონი ევრო).

დავების განხილვის საბჭოს შედეგები

თარიღი: 14-დეკემბერი-2010

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო აგრძელებს მის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცნობას

საქართველოს დონორთა კოორდინაციის ეროვნული სემინარი თბილისში

თარიღი: 13-დეკემბერი-2010

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 13 დეკემბერს სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ გაიხსნა საქართველოს დონორთა კოორდინაციის ეროვნული სემინარი

MOF-2010-ის გამარჯვებული რუსთავის რეგიონული ცენტრის გუნდი გახდა

თარიღი: 13-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს დასრულდა მინიფეხბურთში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი MOF-2010

ანონსი - საქართველოს დონორთა კოორდინაციის ეროვნული სემინარი თბილისში

თარიღი: 11-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს 10:30 საათზე სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" იმართება საქართველოს დონორთა კოორდინაციის ეროვნული სემინარი. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სემინარს გახსნის საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს „ახალი კურსის“ საჯაროობისთვის

თარიღი: 10-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ახალი კურსის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე

არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას

თარიღი: 10-დეკემბერი-2010

ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები

ანონსი

თარიღი: 09-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართება ტრადიციული ბრიფინგი

MOF-2010-ის ფინალისტები

თარიღი: 09-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 1 და 3 დეკემბერს გაიმართა მინიფეხბურთში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები

სახაზინო ვალდებულებების №48 აუქციონის შედეგები

თარიღი: 08-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №48 აუქციონი.

დავების განხილვის საბჭოზე დავა მომჩივნის სასარგებლოდ გადაწყდა

თარიღი: 07-დეკემბერი-2010

პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ახალი ეკონომიკური კურსი გულისხმობს ჯარიმების დარიცხვის ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო დარიცხულმა თანხამ, საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს

ანონსი - ბრიფინგი მომსახურების სააგენტოში

თარიღი: 07-დეკემბერი-2010

8 დეკემბერს 11:00 საათზე, გულუას ქ. N4, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი გამართავს ბრიფინგს

MOF-2010-ის ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა

თარიღი: 07-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დასრულდა მინიფეხბურთში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატის MOF-2010 ჯგუფური ეტაპი

ანონსი - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი ფუნქცია

თარიღი: 04-დეკემბერი-2010

ამიერიდან ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეუძლია მომსახურება გაუწიოს,როგორც სახელმწიფო ასევე კერძო კომპანიებს ქონების რეალიზაციის პროცესში.2010 წლის 6 დეკემბერს 11:00 საათზე ამ თემაზე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი გამართავს ბრიფინგს მედიისათვის.

ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნა

თარიღი: 03-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოში ოფიციალურად გახსნა ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონა.გახსნას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დუშეთის რაიონში

თარიღი: 02-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს,დუშეთში 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები რეგიონის მოსახლეობას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა გააცნეს.

სახაზინო ვალდებულებების №47 აუქციონის შედეგები

თარიღი: 01-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №47 აუქციონი.

ანონსი - ფინანსთა მინისტრის შეხვედრა დუშეთში

თარიღი: 01-დეკემბერი-2010

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, დუშეთში 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, განათლების,ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს რეგიონის მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან. სამუშაო შეხვედრას რაიონში ხვალ ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი გამართავენ.