|
|
სიახლეები
საქართველოს საბაჟოზე კორუფციის დონე მინიმუმამდე შემცირდა
თარიღი:
21-თებერვალი-2008
საქართველოს საბაჟოზე კორუფციის დონე მინიმუმამდე შემცირდა - ასეთ მნიშვნელოვან პროგრესზეა საუბარი იმ გამოკითხვის შედეგებში, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, უკრაინასა და თურქეთში მოქმედ 990 კომპანიას შორის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა.
ახალი საფინანსო გარემოს ჩამოყალიბებისათვის საქართველოში
თარიღი:
21-თებერვალი-2008
მიმდინარე წლის 21 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მარიოტში” ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენებს გააცნო ხელისუფლების მიერ მომზადებული „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები, რომელთა მიზანია, ქვეყანაში ისეთი უნიკალური საფინანსო გარემოს ჩამოყალიბება, სადაც არ შენელდება ეკონომიკური ზრდა, ხელი შეეწყობა ახალი საინვესტიციო ნაკადის შემოსვლას, მოსახლეობის დასაქმებას, გაიზრდება სოციალური პროგრამებით უზრუნველყოფა.
სახელმწიფო ჯილდოებზე გამოყოფილი თანხა
თარიღი:
18-თებერვალი-2008
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ”, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2008 წლის 8 თებერვალს გამოცემული №47 განკარგულების თანახმად გამოყოფილია 26 600 ლარი.
ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
15-თებერვალი-2008
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 19624813 ლარი
ფინანსთა სამინისტროს განცხადება
თარიღი:
12-თებერვალი-2008
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ 12 თებერვალს სამინისტროს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და მიზანშეწონილად მიაჩნია გააკეთოს რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, უპირველესად კი ბაზრობებსა და ბაზრებში დახლზე მოვაჭრეებისათვის.
სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
11-თებერვალი-2008
2008 წლის იანვრის თვეში სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 103 ნებართვა,საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5 854 000 ლარი შევიდა
ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის ბრიფინგი
თარიღი:
08-თებერვალი-2008
მიმდინარე წლის 7 თებერვალს, ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა ოფიციალურად გახსნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადაო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების ახალი ცენტრი, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. მათ შორის, იანვარში გადასახადების მობილიზების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ინფლაციისა და წლის დასაწყისიდან გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის მაჩვენებლებზე, ასევე მომსახურების დარბაზის მუშაობის პრინციპებზე.
აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
06-თებერვალი-2008
2008 წლის იანვრის თვეში აქციზური მარკების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შემოსულია 185 განაცხადი. ამ განაცხადების საფუძველზე სულ რეალიზებულია 32 249 826 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 13 792 518.43 ლარი.
|
|