საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე
Ministry of Finance of Georgia announces an international tender on the sate procurement of supplies and invites all interested individuals to participate in it.

თარიღი: 28-თებერვალი-2009

Ministry of Finance of Georgia announces an international tender on the sate procurement of supplies and invites all interested individuals to participate in it. Funding source: State budget. Object of procurement: Network appliances, computers and other office products.

საგადასახადო გზამკვლევი ინვესტორებისათვის

თარიღი: 26-თებერვალი-2009

გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების, უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის უკეთ გაცნობისათვის, ფინანსთა სამინისტრომ ევროკავშირისა და კომპანია Ernst&Young-ის დახმარებით, „ჯიბის საგადასახადო გზამკვლევი” ინგლისურენოვანი ვერსია გამოსცა. მიმდინარე წლის 26 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში” ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვაჟა პეტრიაშვილმა და ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდმა „ჯიბის საგადასახადო გზამკვლევის” ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

თარიღი: 25-თებერვალი-2009

ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში, მთავრობა განაგრძობს საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას დევნილთა დახმარების კუთხით გაწეული პროგრამების მიმდინარეობისა და გაწეული ხარჯების შესახებ. მიმდინარე წლის 25 თებერვალს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში” პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მთავრობის სახელით სპეციალურ პრეზენტაციაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო 90-იან წლებში ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტების შედეგად დევნილი მოსახლეობის რეინტეგრაციისა და მათი განსახლებისათვის მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტული ნაბიჯები.

მთავრობის ახალი WEB-პორტალის www.georgia.gov.ge პრეზენტაცია

თარიღი: 19-თებერვალი-2009

საქართველოში ბიზნესით დაინტერესებული ყველა ქართველი და უცხოელი ინვესტორისთვის ქვეყნის ბიზნესგარემოს მდგომარეობის შესახებ ერთიანი და სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამარტივებისა და ამ პროცესის საჯაროობის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა სრულიად ახალი და მოცულობითი WEB-გვერდი www.georgia.gov.ge რომელზედაც განთავსებულია ის კონკრეტული მონაცემები, რომლითაც ბინზესმენები ინტერესდებიან საქართველოში ბიზნესის დაწყების წინ.

ფინანსთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

თარიღი: 18-თებერვალი-2009

საპატრიარქოს ტელევიზიის განვითარებისათვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 300 ათასი ლარი, ხოლო ქალაქ ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის 200 ათასი ლარი - მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 18 თებერვალს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს საპატრიარქოში მედიის თანდასწრებით პირადად გააჟღერა მამა დავით შარაშენიძესთან გამართულ შეხვედრაზე.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 16-თებერვალი-2009

15 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა–მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სარფის საბაჟო–გამშვები პუნქტის გადმოკვეთის შემდგომ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე – შალვა ქამუშაძე და მირიან გამყრელიძე

ფინანსთა მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

თარიღი: 16-თებერვალი-2009

2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრუსელის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოყოფილი 4.5 მლრდ დოლარის სწორი და ეფექტური მართვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროცესის ტრანსპარენტულობისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისათვის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურ WEB-გვერდზე გამოაქვეყნა სპეციალური ცხრილი, რომელშიც ასახულია დეტალური ინფორმაცია გასულ წელს დონორთა მიერ გამოყოფილი თანხებისა და მომავალ წლებში განხორციელებული პროექტებისა და პირობების შესახებ. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ამ პროცესის კოორდინაციისა და საჯაროობის კუთხით

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დახმარება საქართველოსთვის

თარიღი: 13-თებერვალი-2009

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მომსახურების გაუმჯობესებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, რომლის შედეგადაც მოწესრიგდა საბაჟო ინფრასტრუქტურა, შემცირდა ადმინისტრაციული ბარიერები, ბიზნეს-სექტორისათვის გამარტივდა საბაჟო გაფორმების პროცედურები.

აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 11-თებერვალი-2009

2009 წლის იანვარში აქციზური მარკების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შესულია 143 განაცხადი, რომელთა საფუძველზე სულ რეალიზებულია 36 368 606 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 16 395 006.49 ლარი, მათ შორის:

ინფორმაცია 2009 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ (ოპერატიული ინფორმაცია)

თარიღი: 03-თებერვალი-2009

წლის დასაწყისიდან ქვეყნის ფისკალური სამსახურების მიერ გაწეული ეფექტური მუშაობის შედეგად, კვლავ სტაბილურია შემოსავლების მობილიზების ტენდენცია, რაც საშუალებას იძლევა მთავრობამ შეასრულოს 2009 წელს მოსახლეობის წინაშე აღებული ახალი სოციალური ვალდებულებები და დააფინანსოს ეკონომიკის სტიმულირებისათვის გათვალისწინებული ღონისძიებები.