საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე
საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდისტები დააკავა

თარიღი: 28-მაისი-2010

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს, თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტზე დააკავეს ნიკა გაბადაძე, მუხრან ჭუმბურიძე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიცერი, ცვლის უფროსი, შოთა მიქაძე.

სახაზინო ვალდებულებების №20 აუქციონის შედეგები

თარიღი: 25-მაისი-2010

მიმდინარე წლის 25 მაისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №20 აუქციონი.

საგამოძიებო სამსახურმა 1 მილიონი ლარის ყალბი ქვითრები აღმოაჩინა

თარიღი: 24-მაისი-2010

მილიონი ლარის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სალაროს ქვითრებისა და სხვა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და ოზურგეთში დააკავეს ეჭვმიტანილები: ზაზა და კახა მუკბანიანები, გიორგი ბარნაბიშვილი, გრიგოლ მაცაბერიძე, მალხაზ ქიტიაშვილი, ლევან ფირცხალავა, ლევან და რეზო ჩორგოლეიშვილები და ერემი მუჯირი

სახაზინო ობლიგაციების №19 აუქციონის შედეგები

თარიღი: 19-მაისი-2010

მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №19 აუქციონი.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაყალბებული დოკუმენტები აღმოაჩინა

თარიღი: 18-მაისი-2010

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ქ. რუსთავის მცხოვრებლები ზაურ ფოცხვერაშვილი და რევაზ გოგოლაძე, რომლებიც სისტემატიურად ამზადებდნენ და მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ასაღებდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებებს, რაც აღნიშნულ მეწარმეებს ხარჯების ხელოვნურად გაზრდის და უსაქონლო ოპერაციების დაფიქსირებით ბიუჯეტისაგან უზარმაზარი თანხების დამალვის საშუალებას აძლევდა, სანაცვლოდ ზ. ფოცხვერაშვილი და რ. გოგოლაძე მათგან ხელზე იღებდნენ უსაქონლო ოპერაციით დაფიქსირებული თანხის 3-დან 6 %-მდე ფულად გასამრჯელოს.

გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრი ოზურგეთში

თარიღი: 18-მაისი-2010

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და გადამხდელებს შორის გამარტივებული და კომფორტული მომსახურებისთვის კიდევ ერთი განახლებული სერვის-ცენტრი ამოქმედდა - ამჯერად გურიის რეგიონში.

დაკავება „წითელი ხიდის” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

თარიღი: 14-მაისი-2010

ქრთამის შეთავაზებს ფაქტზე შემოსავლების სამსახურის „წითელი ხიდის” საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟეებმა თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

სახაზინო ობლიგაციების №18 აუქციონის შედეგები

თარიღი: 11-მაისი-2010

მიმდინარე წლის 11 მაისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №18 აუქციონი

საგამოძიებო სამსახურმა ოქროულის კონტრაბანდისტი დააკავა

თარიღი: 10-მაისი-2010

დიდი რადენობით კონტრაბანდული ოქროულის საქართველოში შემოტანის ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძეიბო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სომხეთის მოქალაქე გაიანე მინასიანი

ხალვაჩაურში შემოსავლების სამსახურის ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 07-მაისი-2010

მიმდინარე წლის 7 მაისს, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ხელვაჩაურში შემოსავლების სამსახურის ახალი სერვის-ცენტრის გახსნა.

საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკატორი დააკავა

თარიღი: 07-მაისი-2010

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამართველოს თანამშრომლებმა, ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე, შპს „ჩემპიონი I“-ის დირექტორი ნუგზარ კანდელაკი დააკავეს

სახაზინო ობლიგაციების №17 აუქციონის შედეგები

თარიღი: 05-მაისი-2010

მიმდინარე წლის 5 მაისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №17 აუქციონი

საგამოძიებო სამსახურმა ოქრიულის კონტრაბანდისტი დააკავა

თარიღი: 05-მაისი-2010

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, დიდი ოდენობით ძვირფასი ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე, დააკავეს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გრეტა სუკიასიანი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დოკუმენტაციის გამყალბებლები დააკავა

თარიღი: 03-მაისი-2010

განსაკუთრებით დიდი ოდენობის იმპორტულ ტვირთზე გამოწერილი ყალბი საბაჟო გადასახადების დამადასტურებელი საბანკო ქვითრების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებულ-დანაშაულეობრივი ჯგუფის წევრები დააკავეს