საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე
სემინარი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის

თარიღი: 31-ივლისი-2012

მიმდინარე წლის 25-26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული სემინარი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების“ თემაზე.

ხელმოწერა აზიის განვითარების ბანკთან

თარიღი: 24-ივლისი-2012

მიმდინარე წლის 24 ივლისს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 2“-ის სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება

თარიღი: 11-ივლისი-2012

2012 წლის 5 ივლისს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები იყენებენ თანამდებობრივ მდგომარეობას საარჩევნო მიზნებისათვის, რაც გამოიხატება მათ მიერ თანამშრომლების დავალდებულებაში მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას და შეადგინონ მხარდამჭერთა სიები, რასაც თან სდევს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის მუქარა. ამავე საკითხის შესწავლის მიზნით სამინისტროს მიმართა უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის.

9,5 მლნ აშშ დოლარი სოფლის მხარდაჭერისთვის

თარიღი: 10-ივლისი-2012

საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას “ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.”

შეთანხმება მოლდოვასთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის

თარიღი: 09-ივლისი-2012

მიმდინარე წლის 8 ივლისიდან 12 ივლისამდე საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა მოლდოვას დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ ფილტას ხელმძღვანელობით.