|
|
განათლება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია არის სახელმწიფო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მთავარ მიზანს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში პროფესიული განვითარების ეფექტური სისტემის დანერგვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.
აკადემიაში სასწავლო პროგრამების გავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერვისები უკვე ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი. იხილეთ აკადემიის ვებ-გვერდი, შეადგინეთ სასწავლო პროგრამა, მიიღეთ კვალიფიციური რჩევები ექპერტებისგან და ისარგებლეთ მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკით
|
|