შემოსავლების სამსახურის პრესკონფერენცია



დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი საზოგადოებრიობის დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს:

დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის საფუძველია:

1. პირის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, რომლის შევსება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით ან ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში;
2. დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2013 წლის სახელფასო განაცემების შესახებ.

ამასთან, კანონის შესაბამისად, დამქირავებელს შეუძლია დააზუსტოს განაცემების შესახებ ინფორმაცია. დაზუსტების შემდეგ პირი, რომელიც დეკლარირების სისტემის მიხედვით არ სარგებლობდა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების უფლებით, შესაძლოა აღნიშნული უფლებით მოსარგებლეთა სიაში აღმოჩნდეს.

აქვე განვმარტავთ, დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში მიღებული თანხა დამქირავებელთან ან ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან არ ბრუნდება.

დაუბეგრავი მინიმუმის მიმღებ პირს არ აქვს ვალდებულება თანხა დაუბრუნოს დამქირავებელს ან დააბრუნოს ბიუჯეტში.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია „მთავრობის მიერ შეცდომით გადარიცხული თანხის ფიზიკური პირებისგან უკან მოთხოვნის“ შესახებ, სიცრუეა! არ არსებობს არც ერთი ასეთი ფაქტი და, ბუნებრივია, ვერ იარსებებს მომავალშიც.

8 აპრილის 13.00 საათის მონაცემებით: დეკლარაცია შეავსო 325 000-მა მოქალაქემ. აქედან მესამედს მითითებულ საბანკო ანგარიშებზე უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა. კანონის ფარგლებში, ეტაპობრივად, დეკლარაციის საფუძველზე, თანხა დაუბრუნდება ყველა ადრესატს.




 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა