დეკლარირების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი



დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge შეიქმნა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით „დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა“.

აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დაბრუნებული თანხის ოდენობის შესახებ.

განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება.

აპლიკაციით სარგებლობა მარტივია. კერძოდ, აპლიკაციის პირველი ციფრი აღნიშნავს მიმდინარე დღის მონაცემებს, მეორე ციფრი 1-ლი აპრილიდან ვიზიტის მომენტისთვის შევსებული დეკლარაციების რაოდენობაა, მესამე - საერთო რაოდენობიდან საბანკო დაწესებულებებში შევსებული განაცხადების რაოდენობა, ხოლო მეოთხე - მიმდინარე მომენტისთვის დაბრუნებული თანხის რაოდენობაა.

დეკლარირების პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს დამქირავებლების მიერ განაცემების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის მოწოდების პროცესი. დაზუსტებების შესაბამისად, შესაძლოა, შეიცვალოს ინფორმაცია როგორც დაქირავებულის ხელფასის მოცულობის, ისე ხელფასის მიმღებ პირთა ოდენობის შესახებაც.

აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პროგნოზით, დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს და 500 ათასის ნაცვლად, დაახლოებით, 600 ათასი შეადგინოს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა