2014 წლის 16 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N13 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 22 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 10.000%, მაქსიმალური - 10.470%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.255%.