შემოსავლების სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თვის გეგმა წარმატებით შეასრულა



„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების კუთხით შემოსავლების მობილიზების პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ განცხადება 10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვარამაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, შემოსავლების სამსახურმა გადაჭარბებით შეასრულა 6 თვის გეგმა. საანგარიშო პერიოდში, გადასახადების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით მეტი, რაც სამსახურის მიერ არჩეული სტრატეგიის სისწორესა და მართებულობას ადასტურებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა თვალსაჩინოებისათვის წარმოადგინა განვლილი წლების შესაბამისი პერიოდის მონაცემებიც, რომელთა თანახმად, 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ბიუჯეტში მობილიზებულია 400 მილიონ ლარზე მეტი, 2012 წელთან შედარებით - 400 მილიონ ლარზე მეტი, 2013 წელთან შედარებით - 380 მილიონ ლარზე მეტი. ეს მონაცემები, ირაკლი გვარამაძის შეფასებით, ადასტურებს, რომ ეკონომიკისა და გადასახადების ზრდის დინამიკა დადებითია.

სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ თანხების მობილიზებამ ხელი შეუწყო ცალკეული მნიშვნელოვანი პროექტის შეუფერხებლად განხორციელებას. კერძოდ, წარმატებით სრულდება პროექტი დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ, რომლის ფარგლებში კანონით განსაზღვრული 3 თვის განმავლობაში 400 ათასზე მეტ მოქალაქეს, საერთო ანგარიშით, 125 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდა. ირაკლი გვარამაძის განმარტებით, პროექტი გრძელდება და ის მოქალაქეები, რომლებით კანონით დადგენილი წესით ჩააბარებენ დეკლარაციებს, მიიღებენ კუთვნილ თანხას.

ირაკლი გვარამაძის განცხადებით, შემოსავლების სამსახური ახალ ეტაპზე გადადის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების კუთხითაც. გადამხდელებს თანხა უბრუნდებათ კანონით განსაზღვრულ 90 დღეზე ადრე. დღეისათვის, გადამხდელებს უკან დაუბრუნდათ 40 მილიონ ლარზე მეტი ზედმეტად გადახდილი თანხა.

„ჩვენი პრიორიტეტია, გადამხდელს კუთვნილი თანხა დაუბრუნდეს ვადაზე ადრე, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას. ეს არის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც განვითარდება ბიზნესი და ბიზნესმენს შესაძლებლობა ექნება შეუფერხებლად შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები. ვფიქრობთ, ეს პოზიტიური მიდგომაა და ვცდილობთ, დაბრუნების ვადა კიდევ უფრო შევამციროთ“, - განაცხადა ირაკლი გვარამაძემ.

„გადასახადების მობილიზების გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული. სამსახური განაგრძობს მკაცრი ადმინისტრირების ფარგლებში კანონმდებლობის სრული დაცვით გადამხდელებთან მუშაობას. ყველა გადასახადში მატება გვაქვს, დასაბეგრი ბრუნვები იზრდება და გადასახადები მეტი შემოდის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველოს ბიუჯეტს გადასახადების კუთხით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის საფუძველს გვაძლევს განვლილი 6 თვე და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ პერიოდშიც დადებით შედეგებს მივიღებთ. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ძალას არ დავიშურებთ, რომ წლის ბოლო იყოს წარმატებული“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა