შემოსავლების სამსახურში საბაჟო კინოლოგიის უნიკალური ცენტრი გაიხსნა



17 ივლისს, თბილისში, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „გეზი-2-ში“ საბაჟო კინოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

შემოსავლების სამსახურში ახალი, უნიკალური ერთეულის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ფარგლებში. ამ მიმართულებით მუშაობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2013 წლიდან დაიწყო.

გარდა კინოლოგიის ცენტრის შექმნისა, პროექტით გათვალისწინებულია ქ. თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ნარკოტიკებზე გაწვრთნილი ძაღლების შეძენა და კინოლოგების მომზადება.
ამ მიზნით, 2014 წელს შეირჩა კომპანია Southen Coast K9, რომელთან თანამშრომლობის შედეგად, ივნისში შემოსავლების სამსახურს გადაეცა 12 გაწვრთნილი ძაღლი, ასევე, მომზადნენ ინსტრუქტორები. პროექტის მომდევნო ეტაპზე იგეგმება კიდევ 12 ძაღლის ჩამოყვანა.

2014 წლის ბოლომდე, ქვეყნის საბაჟო-გამშვები პუნქტების უმრავლესობაზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგები სპეციალურად გაწვრთნილი ნარკოტიკების აღმომჩენი ძაღლების დახმარებით განახორციელებენ.



სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა