2014 წლის 30 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 46 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6.000%, მაქსიმალური - 6.320%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.247%.