შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან



 
მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი, ნოდარ ხადური EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს, ფილიპ ბენეტს (Philip Bennett) შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2015 წლის 13-15 მაისს, თბილისში EBRD-ს მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება იყო.

ფინანსთა მინისტრმა, როგორც EBRD-ს ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

„EBRD-ს მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა გადადგან. ასევე განვიხილეთ ახალი პროექტები, რომელთა დაფინანსებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს EBRD-ის შეღავათიანი ფინანსური რესურსები,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
.
„საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. მოუთმენლად ველით თბილისში EBRD-ს მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებას, რომელიც მომავალი წლის მაისში გაიმართება. დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. ვისაუბრეთ აღნიშნული ღონისძიების აგრეთვე, ბიზნესფორუმის ჩატარების მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ საინვესტიციო გარემოთი, რომელიც საქართველოშია, თუმცა გვესმის, რომ არის სირთულეები, რომელთა გადაწყვეტისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან,“ – განაცხადა EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბენეტმა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა (Bruno Balvanera), ფრანსის მალიჟე( Francis Malige) EBRD-ში აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მმართველი დირექტორი და სამთავრობო კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა