ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან



ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს თანამშრომლობას ბიზნესსექტორთან. მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები გააცნო, რომელსაც ამჟამად პარლამენტი იხილავს, ასევე ისაუბრეს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსაქმებელთა ასოციაციაში შემავალი ორგანიზაციების წევრებმა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები და მთავრობის მხრიდან მათი გადაწყვეტისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.

„შედგა ძალიან კეთილგანწყობილი შეხვედრა. ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც დღეს აწუხებს ბიზნესს. დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს გავაცანით საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ვისაუბრეთ ადმინისტრირების, ზოგიერთი გადასახადის ჩამოწერის, ტურისტული ობიექტების დაბეგვრის საკითხებზე, ე.წ. სუსტ კაპიტალიზაციაზე - იმ სიახლეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით, საექსპორტო პოტენციალის ამაღლების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ ვალდებულებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს - ესაა თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულ მაჩვენებლებზე საუბარი ნაადრევია. ზუსტი ციფრები პარლამენტში წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„მიმაჩნია, რომ გაიმართა საინტერესო და გულახდილი დიალოგი. ბიზნესსექტორმა დასვა ყველა შეკითხვა, რომელიც უკავშირდება როგორც საგადასახადო ადმინისტრირების, ისე ზოგადად, დაბეგვრისა და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებს. შევთანხმდით, რომ მომავალში შედგება შეხვედრები კონკრეტული სფეროების მიხედვით, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები მივაწოდოთ ფინანსთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის დირექტორმა, ელგუჯა მელაძემ.

მიმდინარე წელს ფინანსთა მინისტრი უკვე შეხვდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართა, ასევე, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან, რომელზედაც ფინანსთა სამინისტრომ მათ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი გააცნო.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა