ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვენჩაი ჟანგს შეხვდა



მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი ჟანგს შეხვდა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თბილისში აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გამართული საინვესტიციო (ბიზნეს) ფორუმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იყოს პლატფორმა ბიზნესის წარმოებისათვის რეგიონში. მან იმედი გამოთქვა, რომ ADB ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის წარმოჩენას მის წევრ ქვეყნებში და გახდება ხიდი საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის.

ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა წელს, აპრილში ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმის ორგანიზებისათვის. როგორც აღინიშნა, ასეთი ტიპის ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ ისინი ხელს უწყობენ რეგიონში სახელმწიფო ვალის მართვის მენეჯერების დაკავშირებას, გამოცდილების გაზიარებას და წევრი ქვეყნების მიერ სახელმწიფო ვალის და რისკების მართვის გაძლიერებას.

შეხვედრაზე განიხილეს ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა