ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებულია



მიმდინარე წლის 10 თებერვალს, საქართველომ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, საქართველოს მმართველმა EBRD-ში, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გენერალურმა მდივანმა ენცო კატროჩიოკემ.

მემორანდუმის ხელმოწერით მხარეებმა აიღეს ვალდებულება, 2015 წლის 13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოში უზრუნველყონ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების ორგანიზება.

თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის წევრი 64 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები, დაახლოებით, 2000 მონაწილე.

წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ფასდება ბანკის მიერ გაწეულ საქმიანობა და განისაზღვრება მისი სამომავლო სტრატეგიული მიმართულებები.

ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს, ბიზნესფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქვეყნის ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ შესაძლებლობებს.

საქართველომ თბილისში შეხვედრის ორგანიზებაზე ოფიციალურად განაცხადი 2013 წლის მაისში გააკეთა. ამავე წლის სექტემბერში, თბილისში იმყოფებოდა EBRD-ის მისია, რომელმაც შეისწავლა წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. EBRD-ის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, მათივე განცხადებით, გახდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ის ფაქტორი, რომ საქართველო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე რეგიონულ ცენტრად მოიაზრება.

EBRD საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე, ევროპასთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. EBRD-ის მიერ დღემდე საქართველოში დაფინანსებულია, დაახლოებით, 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების 170 პროექტი. დაფინანსების 81% მოდის კერძო სექტორზე.

2013 წლის 4 სექტემბერს, EBRD-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგია საქართველოსთვის, სადაც გაწერილია ევრობანკის პრიორიტეტები 2013-2016 წლებში. სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია და საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა - საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის განვითარება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა