საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის IFAD-მა 20 მლნ დოლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო



იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტ კანაიო ნვანზესთან ერთად, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 20 მლნ დოლარამდე ფინანსური ხაზი გამოიყო.

აღნიშნული ფინანსური დახმარების ფარგლებში, 6 მლნ დოლარამდე გრანტია, ხოლო დანარჩენი 14 მლნ დოლარამდე შეღავათიანი სესხი. ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით დოკუმენტზე ხელმოწერა რომში, IFAD-ის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება ეკონომიკის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებაა. „IFAD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობაში გაიზარდოს წარმოება, ექსპორტი და სოფლის მეურნეობა გახდეს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი სერიოზული საყრდენი“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას. ხელი მოვაწერეთ 20 მლნ დოლარამდე ფინანსურ დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს ფერმერების ხელშეწყობის პროგრამების, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და უამრავი საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ხელშეწყობას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

როგორც IFAD-ის პრეზიდენტმა, კანაიო ნვანზემ აღნიშნა, საინვესტიციო პროექტების განხორციელებით ფერმერების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა და IFAD–ი აქტიურად თანამშრომლობს. „ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობაა. აღნიშნული ფინანსური რესურსი სწორედ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა მან.

პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა“ (Agriculture Modernization, Market Access and Resilience AMMAR) დაფინანსების ხელშეკრულების მიზანია, კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის სრული ჯაჭვის - დაწყებული პირველადი წარმოებიდან, დამთავრებული დახლამდე მისული პროდუქციით, განვითარება საქართველოში. წარმოება ადაპტირებული იქნება კლიმატის ცვლილებებზე, სადაც გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2015-2019 წლებში განახორციელებს.

გლობალური გარემოსდაცვითი ინსტრუმენტის (GEF) გრანტი გამოყოფილია AMMAR -ის პროექტის განხორციელებისათვის. გრანტის მიზანია, ფერმერების კლიმატის ცვლილების რისკებისადმი ადაპტირების უნარის ამაღლება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო სისტემების საშუალებით, კლიმატისადმი ადაპტირებული სამეურნეო სისტემების და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაში დანერგვის გზით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა