შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან



მიმდინარე წლის 24 თებერვალს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები და ბიზნესომბუდსმენი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მთავრობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომელიც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული სავალუტო დისბალანსის შევსებას, ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერას და შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ვითარების გაუმჯობესებას.

"მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პრივატიზაცია. ამავე გეგმაში იგულისხმება, გაიზარდოს ქვეყნის ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ბიუჯეტს და ფისკალურ პოლიტიკას, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების კვალობაზე ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტის დამტკიცებული პარამეტრების გადახედვა. ამასთან, ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრაზე მან ბიზნესმენებს, ასევე, გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც ბიზნესის სტიმულირებას ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა გაგრძელდეს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა მათი წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იყოს გადაწვეტილებების მიღების დროს.

„შეხვედრაზე წარვადგინეთ ჩვენი ნაბიჯების ჩამონათვალი - კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. ეს აბსოლუტურად რეალისტური ინვესტიციებია. მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ, დაახლოებით, 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას საკანონმდებლო კუთხით, რომელიც ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, რასაც ალბათ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ბიზნეს ასოციაციის წევრებმა დასვეს კონკრეტული შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები როგორც ლარის გაცვლით კურსთან, ისე მთავრობის მხრიდან წარმოდგენილ გეგმებთან დაკავშირებით.

მათი შეფასებით, შედგა ძალიან პოზიტიური და დამაიმედებელი შეხვედრა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან. როგორც აღინიშნა, მთავრობას აქვს რესურსი, მოკლევადიან პერიოდში გადადგას აქტიური ნაბიჯები, სწრაფად განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებები, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სიტუაციის დასტაბილურებას და მეორე მხრივ, პოლიტიკურად დადებითი მოლოდინის შენარჩუნებას, ბიზნესსექტორსა და ზოგადად, მოსახლეობაში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა