ფინანსთა მინისტრი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომასა და საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას დაესწრო



მიმდინარე წლის 25 მარტს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას დაესწრო. თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი, 185 საწოლზე გათვლილი კლინიკა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

დღესვე, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომის მუშაობაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა. სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

"სამინისტროებმა მივიღეთ გარკვეული დავალებები. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია მომავალში მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარება, მათ შორის, მათი კომერციალიზაციის მიზნით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კვლევებისა და ინოვაციების საბჭო მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი მეცნიერები და ბიზნესის წარმომადგენლები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა