საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, დღგ-ს საწარმოთა ბრუნვა გაზრდილია 18.5 პროცენტით, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,9 პროცენტი შეადგინა.
ამავე დროს, გადაჭარბებით შესრულებულია სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის საპროგნოზო გეგმა.
პირველი კვარტლის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგვიანებით გამოაქვეყნებს.