საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი განაგრძობენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას



საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშროლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცირაგოსმა (Dmitris Tsitsiragos) ქ. ვაშინგტონში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, IFC-ის მიერ ქვეყანაში გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით IFC წარმატებით თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, ასევე, გამოითქვა დაინტერესება გაიზარდოს IFC-ის მხარდაჭერა ეკონომიკის რეალურ სექტორში.

როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისათვის და კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას.

ამერიკის შეერთებულ შტაბებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, კაილ პიტერსთან (Kyle Peters) და ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ლორა თაკთან (Laura Tuck)

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და აღნიშნული სტრატეგიული მიმართულების გაძლიერებისთვის გასატარებელი ღონისძიებები, ასევე, განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა მომავალი თანამშრომლობის კუთხით და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმების და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა