პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა



მიმდინარე წლის 12-14 მაისს, ქ. ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების დადების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შეთანხმების ახალი ტექსტის პარაფირება, რომელიც ეფუძნება OECD-ის 2014 წლის სამოდელო კონვენციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ახალი სტანდარტების დანერგვას.

აღნიშნული შეთანხების ძალაში შესვლისთანავე, მოქმედებას შეწყვეტს 1999 წლის 5 ნოემბერს, ქ. ვარშავაში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე, კაპიტალსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.

პოლონეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის პოზიტიური დინამიკა აღინიშნება. 2013-2014 წლებში ექსპორტის რაოდენობამ ორ ქვეყანას შორის 17 462 970 აშშ დოლარი, ხოლო იმპორტის რაოდენობამ 182 695 200 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ამავე პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ 1 341 400 აშშ დოლარს გადააჭარბა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა