2015 წლის 20 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N18 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 43 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6,950%, მაქსიმალური - 8,450%, ხოლო საშუალო შეწონილი 8,185%.