ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ მორიგი გასვლითი სხდომა ფოთში გამართა



გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დასაცავად და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საგადასახადო დავების განხილვას რეგიონებში.

მიმდინარე წლის 27 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ქალაქ ფოთში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების სერვისცენტრში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ადგილზე 10-ზე მეტი გადამხდელის საჩივარი განიხილეს.

“ჩვენ განვაგრძობთ ტრადიციას, რომელსაც ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და დავების განხილვის საბჭოს რეგიონებში მუშაობას გულისხმობს. დღეს ფოთში განვიხილეთ იმ მცირე მეწარმეთა დავები, რომლებიც სამეგრელოს რაიონში მუშაობენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მეწარმეებთან ჰარმონიულად ვითანამშრომლოთ. დღეს განხილული საქმეებიდან უმეტესობა სწორედ გადამხდელთა სასარგებლოდ გადაწყდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს რეგიონებში გასვლითი საბჭოს სხდომების გამართვას.

საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა.

აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ სჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს.



სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა