ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეხვედრა ბანკების წარმომადგენლებთან



მიმდინარე წლის 30 ივლისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მათ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგებისა და იანვარ-ივნისში მიღწეული ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია. 


საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივას, კერძოდ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიის საკითხებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან აღინიშნა, სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ამ მიმართულებით ბანკების აქტიური ჩართულობა.

მიღწეული შეთანხმებით, ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე.

 


 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

16აპრილი დღე თვე წელი
2024 15.04 01.04 01.01
  15.04 15.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 783.82 140.1 1 577.3
შემოსულობები : 378.31 091.47 407.8
მ.შ გადასახადები :364.6
985.16 197.5
გადასახდელები : 24.21 093.6
6 847.3
ნაშთი ბოლოს : 2 137.9 2 137.92 137.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა