ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა



მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. 

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლიტვას მიღებული აქვს კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით, რომლის გაზიარებაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. 
როგორც ლიტვის ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მტკიცედ აქვს არჩეული ევროინტეგრაციის გზა და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები დასახული მიზნის მისაღწევად. 

ლიტვის ელჩი ასევე დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით. მინისტრმა მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საკითხებს, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 

ელჩი დაინტერესდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მუშაობით. ფინანსთა მინისტრმა სტუმარი პირადად მიიწვია ფისკალური სამსახურების საქმიანობის გასაცნობად და ელჩს გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვისცენტრების ერთობლივად დათვალიერება შესთავაზა. თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო დაიწყებს მუშაობას ლიტვის ფინანსთა მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის მოსამზადებლად.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა