მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რეგიონული უთანასწორობის დაძლევის (CORD) საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო.
კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პირველად ტარდება საქართველოში. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაზე.
კონფერენციის დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები.