ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ქედის რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები დაათვალიერა



მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ქედის რაიონის სოფლები: პირველი მაისი, მახუნცეთი, კოლოტაური და ხუნკუდა დაათვალიერეს.

სოფელ პირველ მაისში, ფინანსთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რიზმან ყადიძის ოჯახი მოინახულეს, სადაც წუხელ, გვიან ღამით ჩამოწოლილი მეწყერი საცხოვრებელ სახლში შევარდა. სტიქიის შედეგად, ჩაიხერგა სოფლების: გულებისა და ხუნკუდას დამაკავშირებელი გზა. სოფელ კოლოტაურში ძლიერმა ქარმა წააქცია ხის სახლი, სადაც ჯემალ სალაძის მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ამჟამად, ოჯახი გახიზნულია.

ასევე ევაკუირებულია სოფელ მახუნცეთში, ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მცხოვრები ოთხი ოჯახი. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ადგილობრივი სამსახურები აქტიურად განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

სოფლების დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საგანგებო შეხვედრა გამართეს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მათ სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„ჩვენ ადგილზე გავეცანით შექმნილ მდგომარეობას. სამწუხაროდ, წუხელ, უამინდობის გამო, რამდენიმე ობიექტზე კვლავ განმეორდა მეწყერის საშიშროება. მობილიზებულია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილებზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. უახლოეს პერიოდში დაიწყება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლა და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დააფინანსებს“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

,,ამ დროისთვის საგრძნობლად დიდი ზიანი მიადგა ქედის რაიონს. მძიმე სიტუაციაა შუახევსა და ქედაში. რაიონში დაზიანდა ერთი ხიდი. რამდენიმე მიმართულებით პარალიზებულია გზა ხულოსა და შუახევში. მეწყერული პროცესების შედეგად, დაზიანდა კომუნიკაციები. დილიდანვე მუშაობს გზების დეპარტამენტი. ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია,“- აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ.

სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარის რეგიონში შეუჩერებლად ხორციელდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა