საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა



მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა აშშ-ის მთავრობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უწევს სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

ამ კუთხით, განსაკუთრებით, ხაზი გაესვა იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომელიც ფინანსთა სამინისტროში შეერთებული შტატების ხაზინის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მისი ერთ-ერთი პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ დახმარებით ხორციელდება.

შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (FATCA) აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე, რითაც საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს, მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით მიაწვდის ფინანსურ ინფორმაციას.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.



სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა