EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის



ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2,2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

„ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილია 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისთვის და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი 1,814 მილიონი ევროს ოდენობით.

„ჩვენი მთავრობა განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც გამოყო დაფინანსება, მათ შორის, გრანტის სახით და ეს თანხები მოხმარდება ქობულეთში ინფრასტრუქტურის, მათ შორის, წყალანირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ვფიქრობ, რომ ისეთი ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტისთვის და ქალაქისათვის, როგორიც ქობულეთია, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს გააუმჯობესებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„დღეს ფინანსთა მინისტრთან ერთად კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება. ქალაქში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური კუთხით წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება და ამით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის ხელშესაწყობად,” - განაცხადა EBRD-ს რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის უფროსის მოადგილე ლინ ო’გრეიდი.

დღესვე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს EBRD-ს მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და შპს „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორმა, ოთარ ზოიძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

15აპრილი დღე თვე წელი
2024 12.04 01.04 01.01
  12.04 12.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 760.72 140.1 1 577.3
შემოსულობები : 90.7713.07 029.5
მ.შ გადასახადები :85.9
620.55 832.9
გადასახდელები : 67.61 069.3
6 823.0
ნაშთი ბოლოს : 1 783.8 1 783.81 783.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა