საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა მარტივდება



თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან, ბიულენთ თუფენქჯისთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის - eTIR პილოტური პროექტის შესახებ" ოქმს.

დოკუმენტის მიზანია, გაზარდოს ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითხებში და მიმართულია ხელი შეუწყოს TIR წიგნაკით მოძრავი ტვირთების საბაჟო პროცედურების გამარტივებას მხარეებს შორის წინასწარ გაცვლილი ინფორმაციის რისკების ანალიზის მეშვეობით.

როგორც აღინიშნა, TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის - eTIR პროექტი დადებითად აისახება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.

შემოსავლების სამსახური გაეროს ტირ სამდივნოს (გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის) შეთავაზებულ გაეროს განვითარების (UNDA) მსოფლიო პროექტში – „განვითარებადი ქვეყნებისთვის და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრის ლეგიტიმურად გადაკვეთის, რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებში“, 2013 წელს ჩაერთო.

აღნიშნული პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითხებში გაზარდოს TIR ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურთან ელექტრონულ რეჟიმში TIR ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა დაიწყება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 8მაისი დღე თვე წელი
2025 07.05 01.05 01.01
  07.05 07.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 345.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 51.8
357.09 049.0
მ.შ გადასახადები :41.1
325.87 416.7
გადასახდელები : 33.1612.5
9 071.4
ნაშთი ბოლოს : 1 363.8 1 363.81 363.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა