შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ექსიმბანკის რეგიონალურ პრეზიდენტთან



ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის (ექსიმბანკის) რეგიონალურ პრეზიდენტს, იან ჩუანჯინს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც ბანკის რეგიონალურმა პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ქვეყანაა, სწორედ ამიტომ თბილისში დაგეგმილი შეხვედრების მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ჩინეთში მისი ვიზიტისა და იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც გაიმართა ჩინეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე მზადაა, დარგობრივ სამინისტროებთან ერთად მოისმინოს და განიხილოს ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა