საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტი იწყება



მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. 

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ.  

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. 

„საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები  მიმართული იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და დედაქალაქში განსახორციელებელი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე.

თანხები მიიმართება ასევე მაღალმთიანი კურორტის განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე დასაქმებას, რეკრეაციული ზონის შექმნას, გაიზრდება მაღალმთიანი რეგიონების მიმზიდველობა, როგორც საერთაშორისო ტურისტებისათვის ისე ადგილობრივი დამსვენებლებისათვის.

პროექტი, სავარაუდოდ, 2019 წელს დასრულდება და მას  მუნიციპალური განვითარების ფონდი  და შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია განახორციელებენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  02ივლისი დღე თვე წელი
2025 01.07 01.07 01.01
  01.07 01.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 984.71 984.7 1 386.2
შემოსულობები : 73.2
73.213 414.0
მ.შ გადასახადები :60.1
60.110 594.6
გადასახდელები : 174.4174.4
12 916.6
ნაშთი ბოლოს : 1 883.6 1 883.61 883.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა