საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა



დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 140 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

საფინანსო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში;
ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა II;
ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II;
აჭარის სოფლების წყლით მომარაგება და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი ლარს ოერმანი.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა