საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა



დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შედეგების, ასევე, მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის აუცილებლობაც გასული წლის ბოლოს, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.

შეხვედრაზე განიხილეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციები და მათი მონიტორინგის შედეგები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანო - აუდიტის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან (მათგან სამი მოწვეული წევრია) და თავისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით, ეხმარება მინისტრს ორგანიზაციის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დამკვიდრებასა და ფუნქციონირების შეფასებაში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა