„თბილისის ავტობუსების პროექტის“ დაფინანსებისთვის ხელშეკრულებები გაფორმდა



11 მაისს, ქ.ლონდონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ნოდარ ხადურმა და EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომლის საფუძველზეც „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის“ ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით 7 მილიონ ევროს გამოყოფს.

შეთანხმებებით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა.

ავტობუსები ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. დღეს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ წელს, EBRD-ი საქართველოში 400 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, მათ შორის, ძირითადად, კერძო სექტორში. გარდა ამისა, დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ოფიციალურად გაუზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.6%-დან 3.4%-მდე, ბანკმა ირწმუნა, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდება და მომავალ წლებში ზრდა უფრო მაღალი იქნება. ამავე დროს, დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც თბილისი მიიღებს ეკოლოგიურად სუფთა, ახალ ავტობუსებს, დაიწყება პარკის ჩანაცვლების პროცესი და უკვე ზაფხულის ბოლოს, თბილისი პირველ ავტობუსებს მიიღებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის თანამშრომლობა საქართველოსთან თანდათან ძლიერდება. თქვენ იცით, რომ გასულ წელს, ბანკის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში გაიმართა და მან მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ჩვენს თანამშრომლობას, მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა სექტორში. დღეს ხელმოწერილი პროექტი ეხება ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების სფეროს. მას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

როგორც აღინიშნა, პროექტი მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

15აპრილი დღე თვე წელი
2024 12.04 01.04 01.01
  12.04 12.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 760.72 140.1 1 577.3
შემოსულობები : 90.7713.07 029.5
მ.შ გადასახადები :85.9
620.55 832.9
გადასახდელები : 67.61 069.3
6 823.0
ნაშთი ბოლოს : 1 783.8 1 783.81 783.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა