პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა



2016 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით - ერთხმად, მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს:

► მოგების გადასახადის რეფორმას - მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება; აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები. კერძოდ,
  
• დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა;
• გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა;
• გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;
• გაიზრდება ინვესტიციები;
• გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;
• გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;
• შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;
• ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;
• ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით;
• გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

გარდა ამისა, დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით:
► საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;
► დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან;
► მოხდება 100,000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა;
► საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს. აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რეფორმის მომზადებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ექსპერტები, ასევე, ესტონელი კოლეგები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა