2016 წლის 18 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N17 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 9 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 144 385 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7,850%, მაქსიმალური - 8,110%, ხოლო საშუალო შეწონილი 7,986%.