ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა



2016 წლის 14 ივნისს, ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე პროგრამებზე და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.

„საქართველოში იმყოფება აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების დელეგაცია, მათ შორისაა, ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფარავს საქართველოს. გარდა ამისა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ისინი ეცნობიან საქართველოში აზიის განვითარების ბაკის მიერ განხორციელებულ პროექტებს. ჩვენ ვსაუბროთ სამომავლო პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერაა იმ პოლიტიკისა და მიმართულებების, რომელზეც საქართველოს მთავრობა საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ბანკს, დაახლეობით, მილიარდ დოლარამდე უკვე ინვესტირებული აქვს საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ADB სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ჩვენს ქვეყანასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„საქართველოში ეს ჩვენი პირველი ვიზიტია. აზიის განვითარების ბანკს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მზად ვართ, ქვეყანას დავეხმაროთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟონჟინ უანგმა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის შეხვედრები ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა