საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პირველ ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება, რომელიც 25-26 ივნისს, პეკინში იმართება. საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა.

დღეს, მმართველთა საბჭომ კორეის რესპუბლიკის მხრიდან მმართველი, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრი იოო ილ ჰო (Yoo Il Ho) საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, არჩეულია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრი, მმართველი გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჯორჯ ოსბორნი (George Osborne).

საქართველოს მხრიდან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველი ნოდარ ხადური ბანკის პრეზიდენტთან ბატონ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) შეხვედრას გამართავს, რომელზეც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე ისაუბრებენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა