საქართველო BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად აირჩიეს



2016 წლის 1 ივლისს, ქ. კიოტოში საქართველოს სახელით ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი არჩეულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად.

BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, როგორც ასოცირებული წევრი საქართველო მიუერთდა 2016 წლის 14 ივნისს. პლატფორმის მიზანია, ფისკალურ საქმეთა კომიტეტში ქვეყნების თანამშრომლობა თანასწორუფლებიან საფუძველზე BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციისათვის.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფისკალურ საქმეთა კომიტეტის ბიუროს წევრები (12 ქვეყნის წარმომადგენელი) და BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ასოცირებული წევრები (8 ქვეყნის წარმომადგენელი).

BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ, დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო დაბეგვრის წესების გასაახლებლად.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

16აპრილი დღე თვე წელი
2024 15.04 01.04 01.01
  15.04 15.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 783.82 140.1 1 577.3
შემოსულობები : 378.31 091.47 407.8
მ.შ გადასახადები :364.6
985.16 197.5
გადასახდელები : 24.21 093.6
6 847.3
ნაშთი ბოლოს : 2 137.9 2 137.92 137.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა