ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს



ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და კომპანია Loyal capital Group S.A-ს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიას.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს სასუქების მწარმოებელი ქიმიური საწარმო „რუსთავის აზოტისთვის“ 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსების გამოყოფას, საიდანაც 125 მილიონი დოლარი EBRD-ის, ხოლო 30 მილიონი დოლარი საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი სესხია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორის მიმართულებით, რომელიც გაზის მონეტიზაციის ძალიან მსხვილ პროექტს ითვალისწინებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აღნიშნული ბანკი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში კერძო სექტორის კარგი პარტნიორია. დღევანდელი დღე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორი აღნიშნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ქიმიური მრეწველობა, რომელიც დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 155 მლნ დოლარით ფინანსდება. სესხის შემდეგ საწარმოში გაიხსნება ახალი ხაზი და მოხდება თანამედროვე პროდუქციის გამოშვება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენელთან ერთად დაფინანსებული უპრეცენდენტოდ დიდი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელშეკრულება, რომელსაც EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ და ბიზნესმენმა, Loyal capital Group S.A. - ს დამფუძნებელმა და "რუსთავის აზოტის" მფლობელმა, რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი.

კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-მა, ხელშეკრულების ხელმოწერით, წელს რეკორდი მოხსნა, რადგან ივლისის მდგომარეობით, საქართველოში განახორციელა 325 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას სამჯერ აღემატება.

დაფინანსება გამოყენებულ იქნება: ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაცია/ მოდერნიზაციისთვის, არსებული ფინანსური ვალის რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირებისთვის. ამიაკის ახალი, ენერგო ეფექტური ხაზი იქნება უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი, რაც გააუმჯობესებს წარმოების კონკურენტუნარიანობას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა