შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან



ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა შეხვდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კრისტოფ ბეიერს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს GIZ-სა და საქართველოს შორის არსებული და მომავალი თანამშრომლობის, ასევე, GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ, მათ შორის, არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და საჯარო ფინანსების მართვა, პროფესიული განათლება, საექსპერტო მხარდაჭერა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით და ბიომრავალფეროვნება. კრისტოფ ბეიერმა გამოხატა მზაობა საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერის გაგრძელების თაობაზე. 

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია, GIZ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი მერი შეფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი კატარინა დერკორნი.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის მთავრობის დავალებით საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს ტექნიკური დახმარების სახით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა