საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება



„მდგრადი პროგრესი ჯანდაცვის უნივერსალური მოცვისკენ: საქართველო საერთაშორისო კონტექსტში“ - ამ სახელწოდების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა დღეს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

კვლევა მომზადდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების ბარსელონას ოფისის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში ჯანდაცვის რეფორმების შედეგების შეჯამებას, საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრესის ჭრილში. ასევე, საქართველოს რეფორმების ინსტრუმენტების, რეფორმების შედეგებისა და ჯანდაცვაზე დანახარჯების განხილვას საერთაშორისო კონტექსტში.

„ღონისძიების სახელწოდება, ძალიან კარგად ასახავს დღევანდელ მდგომარეობას - ესაა მდგრადი პროგრესი ჯანდაცვის უნივერსალურობისკენ. ყველა ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება სტატიკურად ვუყუროთ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, მით უმეტეს, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა - ჩვენ მუდმივი დინამიკა და პროგრესი გვჭირდება. იმ ფაქტზე, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი მიზანია ადამიანის კეთილდღეობა, მისი ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აღარავინ დავობს. ნაბიჯები, რომლებიც იდგმება ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, არის ხელშესახები. ამავე დროს, ჩვენ, მთავრობამ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროგრესი იყოს მუდმივი, უმჯობესდებოდეს ის სფერო, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სიტყვით გამოსვლისას.

„დღეს არის საშუალება, რომ სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები ერთიანად შეფასდეს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. მათ აქვთ ძალიან ნათელი, აღქმადი გზავნილები ორი მიმართულებით. პირველი, რომ რეფორმა სწორია და მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ აიღო, სწორია. ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ძალიან დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ექპერტებმა პროგრამის ეფექტურობა შეაფასეს და რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

კვლევის შედეგების მიხედვით:

გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისებით მოცვა:
2012 წ. - 41%
2015წ - 95%
შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი:
2012წ - 65%
2014წ - 57%
გაიზარდა ამბულატორიული ვიზიტები ერთ სულზე:
2012წ -2.3
2015 წ-6.0
ჰოსპიტალიზაცია 100 მოსახლეზე:
2012წ - 11.3
2015წ -12.0
გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-დან:
2012წ-1.8%
2015 წ -3%
გაიზარდა ჯანდაცვაზე დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან :
2012წ -5%
2015 წ -7%

მსოფლიო ბანკისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებები მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა, აპარნა სომანათჰანმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის ფინანსირების უფროსმა სპეციალისტმა სარა ტომსონმა წარადგინეს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა