2016 წლის 24 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N29 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 117 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6,400%, მაქსიმალური - 6,600%, ხოლო საშუალო შეწონილი 6,511%.